პარიზის ცენტრში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. იუწყება ВВС
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა თქვა, რომ თავდამსხმელის სამიზნეები გახდნენ გამვლელები ეიფელის კოშკის სიახლოვეს გრენელის სანაპიროზე.
მისივე თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია, დაჭრილს კი სამედიცინო დახმარებას გაეწია.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, სადაც თავდასხმა მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.