ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლად აყვანილი 12 ტაილანდელი გაათავისუფლა.
მისი ცნობით, საელჩოს წარმომადგენლები ამჟამად მიემართებიან მათ წამოსაყვანად. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, სად იმყოფებიან ამჟამად გათავისუფლებულები.
მანამდე ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის მთავრობის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ტაილანდის 12 მოქალაქის გათავისუფლებაზე.
ისრაელზე 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს ტაილანდის 26 მოქალაქე.