ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელელი სამხედროები მუსშაოაბენ საომარი მოქმედებების შეჩერების დეტალებზე, რომლებსაც მძევლების გათავისუფლების შეთანხმება მოიცავს.
მისივე თქმით, ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის.
„ვიდრე ისრაელის მთავრობა არ მოგვცემს ბრძანებას, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას „ჰამასთან“ და როდესაც ასეთი შეთანხმება ძალაში შევა, ჩვენ მას შევასრულებთ, თუმცა ადგილებზე ძალიან ფრთხილად ვიქნებით“, - განაცხადა კონრიკუსმა.
კონრიკუსმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ ჰამასის ტერორსიტები ისარგებლებენ ჰუმანიტარული პაუზებით და მას მარაგისა და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებენ.
”რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია გავაგრძელოთ ზეწოლა „ჰამასზე“, მაგრამ ეს პაუზა საჭიროა ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის. ჩვენ შევასრულებთ ისრაელის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - თქვა მან.