ისრაელი კვლავ ცდილობს დაეხმაროს ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში, მაგრამ „ჰამასი“ ხელს უშლის მას. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის ძალების სპიკერმა რიჩარდ ჰეხთმა.
”ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი, შესაძლოა მესამე მხარის მეშვეობით. ვცდილობთ ეს საქმე მკვდარი წერტილიდან დავძრათ”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ჰეხთმა თქვა, რომ 300 ლიტრი საწვავი, რომელიც გუშინ ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანეს საავადმყოფოსთან ახლოს, ჯერ კიდევ იქ არის. მან გაიმეორა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის საწვავის საავადმყოფოში გადატანას.
მისი თქმით, საწვავს საავადმყოფოში თუ შეიტანენ, ეს პერსონალს საშუალებას მისცემს ჩვილებისთვის ინკუბატორები აამუშაოს.
”თუ ეს არ მოხდება, ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ ჩაივლის ღამე. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, იმისთვის, რომ ეს დახმარება საავადმყოფომდე მივიდეს, მას სჭირდება ვინმე მეორე მხარეს, რომელიც მიიღებს მას და გახდება ამ პროცესის მონაწილე. სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც დგას ალ-შიფას საავადმყოფოსა და მისთვის საჭირო საწვავს შორის არის „ჰამასი”, - თქვა მან.
ჰეხთმა ასევე თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები უფრო და უფრო უახლოვდება „ჰამასს“, რაც გავლენას ახდენს დაჯგუფების მეთაურების მოქმედებაზე.
ფოტო: Reuters