გერმანიაში, ბავარიის მხარეში პროპალესტინურ მიტინგებზე პოპულარული ლოზუნგისთვის „მდინარიდან ზღვამდე“ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. იუწყება DW.
მიუნხენის გენერალურმა პროკურორმა ანდრეას ფრანკმა განაცხადა, რომ ლოზუნგისთვის „მდინარიდან ზღვამდე“, რომელიც ხშირად გამოიყენება პროპალესტინურ დემონსტრაციებზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ის, ვინც საჯაროდ, ნებისმიერ ენაზე გამოიყენებს გერმანიაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰამასის“ პროპაგანდისტულ სლოგანს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
ლოზუნგი „მდინარიდან ზღვამდე პალესტინა იქნება თავისუფალი“ ეჭვქვეშ აყენებს ან უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას. ლოზუნგი გამოხატავს მისწრაფებას შეიქმნას პალესტინური სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე იორდანემდე, შესაბამისად ისრაელის ახლანდელ ტერიტორიაზე.