ლონდონში დღეს გამართულ პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე სულ მცირე 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ეს უკვე მეოთხე მსვლელობაა 7 ოქტომბერს „ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.
აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს აპროტესტებენ და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შეწყვეტას მოითხოვენ.
პალესტინელების მხარდამჭერი წინა სამი მსვლელობა შედარებით მშვიდობიანი იყო - ასობით ათასი მონაწილიდან პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა.