ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ჩანს ნიშნები, რომ რუსეთი შეწყვეტს ომს და გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.
“ეს ომი შესაძლოა, გაგრძელდეს ძალიან დიდხანს, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა საომარი მოქმედებები უკვე გაგრძელდა იმაზე მეტ ხანს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ელოდა“, – თქვა ოლაფ შოლცმა.