კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა ცხრა ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია, მათ შორის არაერთი რუსული მედიასაშუალება. კანადის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მონაწილეობენ დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
„ჩვენ მოვუწოდებთ პუტინს და მის თანამშრომლებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ეს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელ რეგიონში და უამრავ სიცოცხლეს" - აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.
სანქციები დაუწესდა მედიასასუალებებს “იზვესტიას“, „პარლამენტსკაია გაზეტას“, ტელეარხ REN-TV-ს, მედიაპროექტ RT Russia Beyond-ს.
ასევე სანქცირებულთა სიაშია პარტია “ედინაია როსიას“ მიერ შექმნილი სოციალური კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.