თეთრის სახლის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ ოთხსაათიან პაუზებს დაიწყებს.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ განცხადება სამი საათით ადრე გაკეთდება.
„ისრაელელებმა გვითხრეს, რომ პაუზის განმავლობაში არ იქნება სამხედრო ოპერაციები რაიონებში და ეს პროცესი დღეს იწყება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ტაქტიკური, ლოკალური პაუზები მოქმედებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.
თავდაცვის ძალების ცნობით, ეს ტატქიკური პაუზები დროისა და ტერიტორიების მიხედვით შეზღუდულია.