Reuers-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აქვს რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებითაც შესაძლებელია, იერიშები მიიტანოს ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებულ ამერიკულ გემებზე.
გასულ კვირას „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მათ გააჩნიათ მარაგში შეიარაღება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამერიკული გემების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
სააგენტოს ანონიმური წყაროს თქმით, ნასრალას მხედველობაში ჰქონდა რუსული რაკეტები „იახონტი“, რომლებითაც სამიზნეების განადგურება 300 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი. Reuters აღნიშნავს, რომ მანამდე ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „ჰეზბოლამ“ აღნიშნული რაკეტები სირიაში შეისყიდა.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, რუსული რაკეტების გარდა, ლიბანურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ სხვა ტიპის რაკეტებიც აქვს.