ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთ სამხედრო ბანაკზე კონტროლი დაამყარეს.
მათივე განცხადებით, ისრაელის გამანადგურებლებმა დარტყმები განახორციელეს „ჰამასის“ 450-ზე მეტ ობიექტზე. ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტების ერთ-ერთი მეთაური ჯამალ მუსა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ სპეციალურ ოპერაციებზე.