აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს კონგრესში რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას, მხოლოდ ისრაელისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების შესახებ, უკრაინისა და სხვა მოკავშირეების გამოკლებით, თუ მას კონგრესის ორივე პალატა მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განაცხადებაში. იუწყება BBC
„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ეროვნული უსაფრთხოების პაკეტისგან განსხვავებით, ეს პროექტი არანაირ დახმარებას არ უწევს უკრაინას. და ეს გადაუდებელი მოთხოვნაა“, - ციტირებს სააგენტო Reuters თეთრი სახლის განცხადებას.
30 ოქტომბერს, რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს კანონპროექტი, მხოლოდ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის სასწრაფოდ გადაცემის შესახებ.
ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს წარუდგინა 106 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი, საიდანაც დაახლოებით 60 მილიარდი არის განკუთვნილი უკრაინისთვის, დანარჩენი ისრაელისთვის, ტაივანისთვის, აშშ-ს სხვა მოკავშირეებისთვის, ასევე მესაზღვრეებისთვის მექსიკასთან საზღვრის გასაძლიერებლად.