აშშ-ის პრეზიდეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა ღაზაში ეგვიპტიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ მიწოდებას.
ისრაელის პრემიერა აღნიშნულზე თანხმობა ჯო ბაიდენმა სატელეფონი საუბრისას განაცხადა.
საუბრის დროს ბაიდენმა ასევე მადლიერება გამოხატა ისრაელის მიმართ ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლების მხარდაჭერისთვის.
ორმა ლიდერმა ასევე განიხილა შესაძლო ზომები 200-ზე მეტი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზას სექტორში იმყოფებიან.
ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა რომის პაპს ფრანცისკესაც. მასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განიხილა ისრაელზე თავდასხმა და დაადასტურა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობა. მან ასევე ისაუბრა ისრაელში ვიზიტის შესახებაც.