შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თავშესაფარში გადასვლა მოუწოით, რადგან მათი შეხვედრის დროს საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მათ შეხვედრა თავშესაფარში განაგრძეს, თუმცა იქ სულ ცოტა ხნით, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა დატოვეს თავშესაფარი და გაემართნენ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო ცენტრში, სადაც განაგრძეს მოლაპარაკებები.
ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მძევლების გათავისუფლების, აგრეთვე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და ღაზიდან აშშ-ს მოქალაქეებისა და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის შეუფერხებლად გასვლასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად.