ისრაელის განცხადებით, ავიადარტყმების დროს მოკლულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბილალ ალ-ქედრა, რომელიც ისრაელში კიბუცზე თავდასხამას ხელმძღვანელობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური ღაზას სექტორის სამხრეთში ქალაქ ხან იუნისის დაბომბვის დროს მოკლეს.
ისრაელის მხარის განცხადებით, ალ-ქედრა პასუხისმგებელია ისრაელის სამხრეთში კიბუც ნირიმში 7 ოქტომბერს მომხდარ მასობრივ მკვლელობებზე.