ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს.
ისრაელის Tავდაცვის ძალების ცნობით, ორივე რაკეტა ღია ტერიტორიაზე ჩავარდა და მას ზიანი არ მოჰყოლია.
მედიის ცნობით, განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ლიბანის საზღვართან და ავნეი ეიტანში, გოლანის მაღლობებზე, სირიის საზღვართან.