ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. უწყების განცხადებით, დაშავებულია 2 100-ზე მეტი ადამიანი.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.