ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა. იუწყება Reuters. შემთხვევა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა.
ცეცხლი ფოიერვერკის ანთებისას გაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს დარბაზში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, შენობა აგებული იყო აალებადი სამშენებლო მასალებისგან, რამაც ცეცხლის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.
რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა როადენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.