მოსკოვის პროგნოზით კიევსა და ვარშავას შორის უთანხმოება გაიზრდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი აზრით, უთანხმოება გაიზრდება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორისაც.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული უთანხმოება ვარშავასა და კიევს შორის, ჩვენი პროგნოზით, ეს უთანხმოება ვარშავასა და კიევს შორის გაიზრდება“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა პოლონეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების კომენტირებისას.
“სამწუხაროდ, აღვნიშნავთ, რომ ორივე დედაქალაქი ახლა რუსოფობიის მთავარი ადგილია, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, - აღნიშნა პესკოვმა.
„გვესმის, რომ კიევსა და ევროპის სხა დედაქალაქებს შორის დროთა განმავლობაში ასევე იზრდება უთანხმოება. ეს გარდაუვალია... ამავდროულად, ვაგრძელებთ ჩვენს სამხედრო სპეცოპერაციას, რათა შევასრულოთ ის ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დავისახეთ“, - აღნიშნა პესკოვმა.