დნიპროში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა. დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დნიპროში შუაღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა. მტერმა ქალაქს რაკეტებით შეუტია. მისივე თქმით, ერთი მათგანი ჩამოგდებულია.
უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა. ასევე, დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენები. დაშავებულები ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.