ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები არ დაიღლებიან მის მხარდაჭერაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ეჭვი არ არის: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, ნატო არ გაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით. პუტინის წყურვილი და ლტოლვა მიწისა და ძალაუფლებისადმი წარუმატებელი იქნება, უკრაინელი ხალხის სიყვარული კი თავიანთი ქვეყნისადმი, გაიმარჯვებს. მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფო დაიცავს თავისუფლებას დღეს, ხვალ და ყოველთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ შეძლებს თავისი მიზნების მიღწევას უკრაინაში.
„დიქტატორი, რომელიც წლების განმავლობაში აშენებდა იმპერიას, ვერასდროს ჩაახშობს ხალხის სიყვარულს თავისუფლების მიმართ, სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფალი ხალხის ნებას, უკრაინას ვერასდროს დაამარცხებს რუსეთი, ვერასდროს!“, - განაცხადა ბაიდენმა.