უკრაინის დედაქალაქ კიევში ისტორიული და მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთში ჩავიდა.
ბაიდენი თავდაპირველად პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა.
ჯო ბაიდენი შეხვედრას გამართავს თავის პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან. ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გეგმავს "ბუქარესტის ცხრიანის" ლიდერებთან.
„ბუქარესტის ცხრიანი“ რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს. მასში ერთიანდებიან პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.