დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა წარიმართოს, რაც უკრაინაში დამარცხდება. ამის შესახებ ტრასმა ნატოს საჯარო ფორუმზე განაცხადა, რომელიც მადრიდის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისი განცხადებით, შესაძლებლად არ მიაჩნია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, როდესაც რუსული არმია ჯერ კიდევ უკრაინაშია.
"არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა არის მოლაპარაკების ადგილი, როცა რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია. მე ვფიქრობ, რომ ეს ყალბ მშვიდობას მოიტანს. ეს მომავალში გამოიწვევს შემდგომ აგრესიას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებიდან - მაგალითად, მინსკის პროტოკოლის შეცდომები, რამაც ვერ უზრუნველყო რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჯერ რუსეთი უნდა დავამარცხოთ და შემდეგ მოვილაპარაკოთ".