პუტინის ომის მანქანის შიმშილით სულის ამოხდომა უნდა გავაგრძელოთ, დავადოთ მეტი სანქციები მისი აგრესიის დაფინანსებას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
მან ასევე, დასავლეთს მოუწოდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მძიმე შეიარაღებით, მათ შორის თვითმფრინავებით, გაამკაცროს სანქციები.
"მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს გააკეთონ მეტი, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება. მძიმე შეიარაღებიდან, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები, საბრძოლო მასალამდე. უკრაინისთვის საუკეთესო გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის იქნება ის, რომ მას ნებისმიერი აგრესიისგან თავის დაცვის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამიტომ მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობს პოლონეთთან, ერთობლივი კომისიის მეშვეობით უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტების იარაღის მიწოდების მიზნით.
„პუტინის ომის მანქანის შიმშილით სულის ამოხდომა უნდა გავაგრძელოთ, დავადოთ მეტი სანქციები მისი აგრესიის დაფინანსებას, ოლიგარქებიდან და ბანკებიდან, ენერგეტიკამდე, ოქროსა და მომსახურების სფეროებამდე“, - განაცხადა ტრასმა.
„ჩვენ გამუდმებით უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, ვიდრე პუტინის არმია უკრაინაშია“, - დასძინა მან.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის განზრახვა: „ მაგრამ უდა გავიგოთ: დასუსტებული რუსეთი წარმოადგენს პუტინის გადაწყვეტილების შედეგს არაპროვოცირებულ შეჭრაზე“.