აგრარული უნივერსიტეტის 350 - მა სტუდენტმა უმაღლესი სასწავლებლის ტერიტორიაზე 350 ხე დარგო. ღონისძიება სტუდენტებმა 10 ოქტომბერს, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორი დღეს მიუძღვნეს.
ხეების დარგვაში მონაწილეობა სტუდენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემაც მიიღო.
მსოფლიოში აქციის კოორდინატორია 350.ორგ-ის საერთაშორისო კლიმატის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა.
საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: "ჰელფინგ ჰენდსი", სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი (INჩD), „როტარაქტ და ინტერაქტ კლუბი", "ახალი თაობა", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.