„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა”, წერს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში. კობა გვენეტაძე ერთ-ერთი მსესხებლის წერილს ასაჯაროებს და აცხადებს, სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება.
“ასეთ, და გაცილებით მძიმე შინაარსის, შეტყობინებებს ბევრს ვიღებ როგორც fb-ზე, ისე სამსახურში.
მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება.
სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ გააკეთა.
პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ავტორს, რა თქმა უნდა, არ ვასაჯაროებ”, წერს კობა გვენეტაძე.
