"ვისოლი გაზის" სადისტრიბუციო კომპანიის ძალისხმევით "სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში თელავის რაიონის ხუთი სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა.
როგორც "ვისოლი გაზის" მენეჯმენტი აცხადებს, თელავის რაიონში მოხდა სოფლების აკურას, გულგულას, ხოდაშენის, ვარდისუბნისა და კურდღელაურის გაზიფიცირება და ამ პროექტის ფარგლებში 5 ათასამდე ოჯახმა ბუნებრივი აირი მიიღო.
როგოც ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, ხუთივე სოფლის გაზიფიცირება კომპანიას დაახლოებით 300 ათასი ლარი დაუჯდა. თუმცა ინვესტიციის ამოღებას კომპანია რამდენიმე წლის შემდეგ გეგმავს, რადგან ხორავას განმარტებით გაზის სექტირი გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტია და მისგან ინვესტიციის ამოღება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგაა შესაძლებელი.
"საზოგადოებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმარეთულებაა. ბუნებრივი გაზით სარგებლობა რეიგონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამასთანავე გაზიფიცირება წარმოების განვითარებას უწყობს ხელს და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია" - განაცხადა ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
კახეთის მხარის რწმუნებულის გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით ამ დროისათვის კახეთის 50 პორცენტი თითქმის გაზიფიცირებულია და მთლიანად რეიგონის გაზიფიცირება რამდენიმე წელიწადში დასრულდება.
"მნიშვნელვანია რომ კახელ კაცს შესაძლებლობა ექნება საკუთარ ოჯახში ბუნებრივი აირით ისარგებლოს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია, რადგან აღარ მოუწევთ შეშის მოხმარება და გათბობასა და საყოფაცხოვრები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ბუნებრივი აირით შეძლებს" - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
როგორც ვისოლის მენეჯმენტი განმარტავს, აღნიშნული პროექტის დახმარებით მოსახლეობას რომელთა ნაწილს ბუნებრივი გაზი 14 წელია არ ჰქონია დანარჩენს კი არასოდეს ჰქონია საშუალებას აძლევს ეკონომიური ბაზით ისრგებლონ. თუ აქამდე მოსახლეობას ზაფხულობით ყოველთვიურად გაზის მოხმარება (ბალონით) 30-50 ლარი უჯდებოდა და ბუნებრივი არის შემთხვევაში კი ეს ხარჯი 5 ლარამდე შემცირდება. აღსანიშნავია რომ დღესვე ვისოლმა თელავრის რაონში მეექვსე სოფლის იყალთოს გაზიფიცირებაც დაიწყო და როგორც ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, პროექტის განხორციელება კომაპნიას 10 ათასი ლარი დაუჯდება და მისი განხორციელება დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.
თელვავრის რაიონში სულ 15-მდე სოფელია, რომლის გაზიფიცირებასაც ვისოლი უახლოეს წლებში მოახდენს.
"ვისოლის გაზი" სადისტრიბუციო კომპანია რეგიონში სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს. კომპანიის ძალისხმევით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ 26 ოჯახს საშუალება აქვს ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. კომპანია მათ დასაქმებაზეც ზრუნავს და დღეისათვის უკვე რამდენიმე მათგანი გაზიფიცირების პროცესშია ჩართული. ვისოლის გაზის" სადისტრიბუციო კომპანია თელავის რაიონს 2008 წლის მარტიდან აწვდის ბუნებრივ გაზს. კომპანიის მიერ დღეისათვის 10 ათასზე მეტი აბონენტია გაზიფიცირებული და წლის ბოლომდე მათი რაოდნეობა კიდევ ათასი ოჯახით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში შეყვანა თელავის რაიონის მცხოვრებლებს საშუალოდ 200-დან 300 ლარამე უჯდებათ.