ავტომანქანის მფლობელის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების მექანიზმები ძლიერდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის ადმინისტრაციულ კოდექსში და ზუსტდება, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომანქანის მფლობელი ზიანს აყენებს ქვეითად მოსიარულეს ან სხვა ავტომანქანას და სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, უნდა ანაზღაურდეს მიყენებული ზარალი, ზარალის ანაზღაურებამდე მანქანა გადაიყვანება საჯარიმო ავტოსადგომში და იქამდე დარჩება, ვიდრე არ მოხდება ზარალის ანაზღაურება.
აღნიშნული კანონპროექტი დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა და ცვლილება უახლოეს რიგგარეშე სესიაზე იქნება განხილული.