დიპლომატიური პაუზა თბილისსა და მოსკოვს შორის, საქართველოს და რუსეთის ხალხს მხოლოდ მწარე ნაყოფს მოუტანს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მირისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ასეთი პოლიტიკა ტკბილ ნაყოფს არ მოიტანს, მხოლოდ მწარეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ოდესმე გაიგებს. ჩვენ არ გაგვიფუჭებია დიპლომატიური ურთიერთობების თბილისთან. ეს გააკეთა სააკაშვილმა მას შემდეგ, როცა მან 2008 წელის აგვისტოში დანაშაულებრივი ომი წამოიწყო", - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადაწვეტილება საქართველოს ხელისუფლების ქმედებიდან გამომდინარე მიიღეს.
"ჩვენ არ ვაპირებდით დიპლომატიური ურთიერთობების გაფუჭებას. კარგად გვესმის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის სახეს არ წარმოადგენს, არამდე წამოადგენს ანომალიას, რომელიც იზრდება არა ქართულ საზოგადოებაში, არამდე შემოტანილია გარედან", - განაცხადა ლავროვმა.