ყვარლის რაიონის სოფელ შილდის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი გიული იორამაშვილი, პედაგოგების მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ღია წერილით მიმართავს. წერილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" გაავრცელა.
წერილში გიული იორამიშვლი საუბრობს, რომ თავის დროზე იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადსხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, როგორც რაიონის ასევე რესპუბლიკური მასშტაბით. საკუთარი სახსრებით შექმენა გოგებაშვილის სახელობის კლას - კაბინეტი, რისთვისაც მედლითაც იქნა დაჯილდოებული. 2005 წლიდან აქტიურად ჩაერთო საქართველოში მიმდინარე პროექტში „ილია ჭავჭავაძე". თუმცა მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, სკოლაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენსიონერი და მცირე დატვირთვის მქონე პედაგოგების გათავისუფლება იგეგმებოდა.
"მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, სკოლაში გავრცელდა უცნაური ინფორმაცია: თქვენი სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, დირექტორებს დაევალათ, სკოლიდან გაათავისუფლონ პენსიონერი და მცირე დატვირთვის მქონე მასწავლებლები. თქვენ რამოდენიმეჯერ უარყავით ეს ინფორმაცია საჯაროდ, მაგრამ პროცესი კვლავ მიმდინარეობს. თქვენ უცნაურად დუმხართ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხდება სხვისი ხელით ნარის გლეჯა, თუმცა, სკოლის დირექტორიც უცნაურად დუმს, როდესაც ვეკითხებით, ვინ დაავალა პედაგოგის ღირსების შემლახველი ბრძანების შესრულება და რის საფუძველზე ხდება ჩვენი განთავისუფლება. სოფელში ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა. ვრცელდება ცილისწამებები და ვინ არის ამ ცინიზმის ავტორი?", - ნათქავამია პედაგოგის წერილში.
გიული იორამიშვილი, დიმტრი შაშკინს თხოვნით მიმართავს მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
"1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს თუ არა შემუშავებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება, მისი საპენსიო ასაკიდან გამომდინარე;
2. როგორ ზომავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგის კვალიფიკაციას? როგორ მოხდება იმ ფაქტის დადასტურება, რომ სკოლაში დარჩა ჩემზე კვალიფიციური მასწავლებელი", - აღნიშნულია წერილში.
პედაგოგის განცხადებით, ამ "ყოვლად გაუგებარმა და ტყუილზე აგებულმა აქციამ" შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწიროს.
"ჩვენ გაუსაძლის პირობებში ვიმუშავეთ წლების განმავლობაში. პრეზიდენტი თავის სიტყვაში ყოველთვის აღნიშნავს, რომ მასწავლებლის შრომა უნდა დაფასდეს, მაგრამ ფაქტობრივად პედაგოგების განთავისუფლების ეს აქცია მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ", - აღნიშნულია წერილში.