8-9 ივლისს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, "დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის" პროექტის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია 2010 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობების, განსახოციელებელი ქმედებების და ბიუჯეტის განხილვა.
"დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის" პროექტის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას დაესწრებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
გასვლითი სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრები მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებს მოინახულებენ.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის გლობალური ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP). გრანტის ბიუჯეტი შეადგენს 875,000$-ს.