დღეს, საფრანგეთის ეროვნული ფრეგატი, სახელწოდებით "ჟან დე ვიენი" ბათუმის ნავსადგურში შევიდა.
დახვედრის ცერემონიას ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიაზე ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
ფრეგატის ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის ბათუმის სპორტულ კომპლექს "მარინაში" ფეხბურთის მატჩი გაიმართება.
"ჟან დე ვიენი" ბათუმი ნავსადგურს 11 ივლისს დატოვებს, მანამდე კი, ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები 9 და 11 ივლისს ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
ამასთან, დღესვე საფრანგეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლოკოვნიკი ჟან-ლუკ თეუსი და ფრეგატის კაპიტანი ლორან ჰენერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლში ლევან ვარშალომიძეს და მთავრობის წევრებს შეხვდებიან.