უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ანა გერმანი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისათვის იუბილეზე, საიუბილეო დაფნის რტოს ჩუქებას აპირებს. განცხადება მის შესახებ გერმანმა "არგუმენტი ი ფაქტის" ცხელი ხაზის მიმდინარეობისას გააკეთა.
"ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ რა შეიძლებოდა მეჩუქებინა პრეზიდენტისათვის. რამდენიმე საათი რომ მქონდეს, ვიყიდიდი ბილეთს ქუთაისამდე და იქიდან დაფნის რტოს ჩამოვიტანდი. ვფიქრობ, პრეზიდენტმა დაიმსახურა ამგვარი საჩუქარი და რომ გამომიჩნდეს ეს "რამდენიმე საათი" სწორედ ასე მოვიქცევი", _ განაცხადა გერმანმა.
მისივე თქმით, ახლა მრავალი სპეკულაციაა ვიქტორ იანუკოვიჩის დაბადების დღესთან დაკავშირებით. "დაბადების დღე მთელი ქვეყნის დღესასწაული და ეროვნული დღესასწაული არ არის მის შესახებ ასე ბევრი რომ ვილაპარაკოთ. პრეზიდენტს დასვენების დღე აქვს და თუ მას სტუმრები ეყოლება ეს მხოლოდ მისი პირადი საქმეა", _ განაცხადა მან და დასძინა, რომ "ყოველივესათვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. ყველა კერძო ღონისძიება კერძო იქნება", _დასძინა გერმანმა.