დღეს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთს ეწვევა.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პუტინი ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზისა და პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიონის შეხვდება.
"სახელმწიფოების პირველი პირების ურთიერთობები ნაკარნახევია არა იმდენად პირადი სიმპატიებით ან ანტიპატიებით, არამედ - საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. რუსეთი და საფრანგეთი ისტორიულად ძველი პარტნიორები არიან. ჩვენ ვცდილობთ, ეს ინტერესები ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის გამოვიყენოთ",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პარიზში გამგზავრებამდე.
ამასთან, მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პირველ პირებთან ერთ-ერთი ძირითად საკითხად "მისტრალის" შეძენას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ "მისტრალის" ტიპის სამხედრო ხომალდის შეძენაზე რუსეთსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებები 1 მარტიდან მიმდინარეობს.