რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-11 რაუნდისადმი მიძღვნილ განცხადებას აქვეყნებს.
"უსაფრთხოების ჯგუფში გაგრძელდა დისკუსიები, რომლებიც ძალის გამოუყენებლობის საკითხს ეხებოდა. რუსულმა მხარემ მონაწილეებს შესთავაზა განეხილათ აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მიღებული ცალმხრივი დეკლარაციების განხილვის შესაძლებლობა რეგიონში ხანგრძლივვადიანი მშვიდობის დამყარების საკითხისთვის", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
მათი ინფორმაციით, დადებითი შეფასება მიეცა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობას საქართველოსა და აფხაზეთის საზღვრისპირა რაიონში.
"ბოლო ინციდენტების გათვალისწინებით, რომლებსაც შედეგად აფხაზური მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, აფხაზური მხარის მიერ აქცენტი გაკეთდა ამ ინციდენტების ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიების მნიშვნელობასა და დამნაშავეთა დასჯაზე. მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა აფხაზეთის მიმართულებით 15 ივნისს გაიმართება", _ ნათქვამია ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი მე-12 რაუნდი 27 ივლისს გაიმართება.