დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ "სპექტრთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
შეთანხმების მიხედვით, მსჯავრდებულები და პრობაციონერები, თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით, სწავლების კურსებს გაივლიან და ახალ პროფესიებს დაეუფლებიან. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ სერთიფიკატები გადაეცემათ და შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭებათ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, სამინისტრო დაეხმარება პრობაციონერებს ჩაირიცხონ სხვადასხვა პროფესიული სწავლების ჯგუფებში, დასაქმების პერსპექტივით, რაც მათ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.
შეთანხმება საპრეზიდენტო პროგრამის "პროფესიული განათლება დასაქმებისთვის" ფარგლებში გაფორმდა.