უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ინფორმაციით, უკრაინაში გრიპის ეპიდემიით 48 ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება ვიქტორ იუშჩენკომ, ლვოვში დასავლეთის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე გააკეთა.
"უკრაინის ტერიტორიაზე ორმოცდარვა ადამიანი უკვე გარდაიცვალა, ხოლო დაავადებულრა რაოდენობა უკვე 150 ათასს აწარბებს",_ განაცხადა იუშჩენკომ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში კალიფორნიული გრიპის " A/H1N1"-ის გამო ეპიდემია უკვე დაიწყო. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ამის გამო ქვეყნი მთელს ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებას აპირებს.