ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს სურამში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრო.
როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, სურამში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 1 772 აბონენტს დაუმონტაჟდება.
გამრიცხველიანების პროცესს კომპანია `ენერგო-პრო ჯორჯია~ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 531 600 ლარს შეადგენს.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების ფარგლებში, ენერგოქსელის რეაბილიტაციაც ხორციელდება, რომელიც ამორტიზირებული სადენების და ბოძნების შეცვლა ხორციელდება, შემდეგ კი, მრიცხველები მონტაჟდება.
რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთლიანად სამ წელიწადში დასრულდება.