დაღესტანში ადგილობრივი რადიოსადგურის დირექტორი და მისი დაცვის წევრი უცნობმა პირებმა მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილ "ლექსუსის" დაცხრილვის შედეგად მოკლულია ადგილობრივი რადიოსადგურის "პრიბოის" სამი დირექტორიდან ერთ ერთი და მისი დაცვის წევრი", _ იუწყება დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური.
მილიციის მონაცემებით, სროლა "ლექსუსის" მიმართულებით ახლოს მდგარი ავტომობილიდან განხორციელდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედთა მანქანა ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება.