"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების დაკავებას გაბედავს რევოლუცია გარდაუვალი გახდება.
"ყირგიზეთში რევოლუცია და არეულობა სწორედ ოპოზიციის ლიდერების დაკავებით დაიწყო. ამის გათვალისწინებით კი თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების დევნას არ შეწყვეტს და მათ დაპატიმრებას გაბედავს, რევოლუცია გარდაუვალი იქნება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, ვითარების ზემოთ აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ხალხი ოპოზიციას აღარ დაემორჩილება და ბიშკეკის მსგავსი სცენარის განვითარების საშიშროება არსებობს.