რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, რუსეთში ქართველების გაებრაელება მიმდინარეობს.
"გასაკვირი ის კი არ არის, რომ პატრუშევმა ასეთი განცხადება გააკეთა, არამდე გამიკვირდა ის, რომ ამის გაკეთება ასე დააგვიან. ტენდენცია, რომელიც რუსული პოლიტიკაში გამოიკვეთა ეს არის ქართველების გაებრალება ანუ, როდესაც რუსეთში ყველაფერი ებრაელების ბრალი იყო, დღეს კი ყველაფერი რაც იქ ხდება ქართველებს ბრალდებით. უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, საყურადღებოა არ მხოლოდ პატრუშევის განცხადება, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პირველი განცხადებაც, როდესაც მან თქვა, რომ ტერაქტის კვალი ავღანეთში მიდის, ხოლო ამ დროს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირწმუნება, რომ აფეთქებაში ქართული კვალი შეინიშნება", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ლავროვის განცხადება დასავლეთისთვის გააკეთდა, რადგან იციან, რომ ავღანეთია სწორედ დასავლეთის პრობლემა. რაც შეეხება, პატრუშევის მიერ ტერაქტის მოწყობაში ქართული მხარის დადანაშაულებას სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ ეს შიდა მოხმარების განცხადება, რასაც გამოძახილი უკვე მოჰყვა.
"საბოლოო ჯამში ამ ტერაქტებს ბევრი თანამდევი კითხვები აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური ხასიათის. კერძოდ კი, რატომ მოხდა ისე, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო, ასევე ლაპარაკი ვიღაც ჩეჩენ თვითმკვლელებზე თითიდან გამოწოვილის უფრო გავს, ვიდრე რეალობას", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისვე თქმით, საქართველოს ხელისუფლება გმობდა, გმობს და ყოველთვის დაგმობს ტერორიზმს, თუნდაც ის ჩვენი მოწინააღმდეგის ბანაკში ხდებოდეს.
"ჩვენ მხრიდან ამ ტერაქტის გამოძიებაში ყველანაირი მხარდაჭერა შეგვიძლია აღმოუჩინოთ, რადგან ჩრდილო კავკასია მარტო რუსეთის პრობლემა არ არის არ გვინდა პანკის ამბები განმეორდეს", - აღნიშნა მან.