ვეძისის დასახლებაში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიულოცა.
თბილისის მერი შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა და 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო. გიგი უგულავას განცხადებით, მუნიციპალიტეტის ძირითადი საზრუნავი 2010 წელს დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნაა.
მისი თქმით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ბაირამობის დღესასწაულს მუსულმანური სამყარო ყოველ წელს გაზაფხულზე აღნიშნავს. მერმა შეკრებილებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.