აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე. წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის გამო რეპატრიაციის პრობლემების რთულდება.
"რეპატრიაცია აფხაზეთისთვის პრიორიტეტულია და ვალდებული ვართ ამ საკითხს სერიოზულად მოვეკიდოთ. მართალია ძალიან ეფექტურად არა, მაგრამ ეს მაინც გამოგვივა", - განაცხადა შამბამ და დასძინა, რომ ამ კუთხით აუცილებელია ახალი მეთოდების მოძებნა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი პრაქტიკაში გამოყენება.
ამასთან, შამბას შეფასებით, "ვითარებას ისიც ართულებს, რომ პირდაპირი კომუნიკაცია არ არსებობს და პირველ რიგში ეს საკითხი უნდა მოგვარდეს".
"როდესაც პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდება, მოლაპარაკებაც შესაძლებელი გახდება. ამ კუთხით აუცილებელია ახალი, ეფექტური საშუალებების მოძება", - აღნიშნა სეპარატისტთა ე. წ. პრემიერმა.