საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ 30 მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს "ძალიან ბევრი" საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.
"ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ოდირის ეგიდითYმხოლოდ 400 დამკვრირვებელი ჩამოვა. ეს ძალიან დიდი რიცხვია. გარდა ამისა, მოწვეული გვყავს დამკვირვებლები სხვადასხვა საერთშორისო ორგანიზაციებიდან, ევროპარლამენტიდან, საერთაშოერისო საპარლამენტო კავშირებიდან და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში დამკვირვებელთა რიცხვი იქნება ძალიან დიდი", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო მონიტორების მრავალრიცხოვნობა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების განარტი გახდება.