ხვალ, 14 მარტს, კვირას, 12 საათზე, კოალიცია `სამოქალაქო განვითარებისათვის~ კოალიციის ოფისში (თბილისი, ჯანაშიას ქ.#8) მართავს პრესკონფერენციას ტელეკომპანია `იმედის~ მიერ, გადაცემა `სპეციალურ რეპორტაჟში~ გასული სიუჟეტის გამო.
პრესკონფერენციაზე კოალიცია წარმოადგენს სარჩელს `იმედის~ წინააღმდეგ, რადგანაც მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტით უხეშად დაირღვა მოქალაქეთა უფლებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი მაუწყებლობის შესახებ.