დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოქლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი ავრცელებს.
„დნიპროპეტროვსკის ოლქი კვლავ მასშტაბური თავდასხმის ქვეშ მოექცა. აგრესორმა რეგიონში დრონები და რაკეტები გაუშვა,“ - აცხადებს ლისაკი.
ლისაკმა აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, რუსული არმიის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 13 კი დაშავდა.
მისივე ცნობით დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ყველა მათგანი საავადმყოფოებშიამოთავსებული. ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იყო.“
დნიპროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.
დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, დამხმარე ნაგებობები და ავტოფარეხები. ასევე ნგრევა იყო სამრეწველო შენობებში.