პორტუგალიამ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს კვირას, 21 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის წინ, როდესაც ათი ევროპული ქვეყანა განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ Publico იუწყება.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს დაადასტურა, რომ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
„ეს მოხდება კვირას, 21 სექტემბერს, ამიტომ აღიარების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება მომავალ კვირას დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციამდე“, - განაცხადეს უწყებაში.
მანამდე, საფრანგეთმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ცხრა ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, პალესტინის აღიარების შესახებ განაცხადებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.