უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ პარტნიორებს მოუწოდა, განახორციელონ „გამანადგურებელი ზეწოლა“ რუსეთზე მას შემდეგ, რაც მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა პარასკევს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
მისი თქმით, „ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ესკალაციაა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა“.
„უკრაინა მხარს უჭერს ესტონეთს რუსეთის მხრიდან უგუნური დაშინების ფონზე. ვეთანხმები ჩემს ესტონელ კოლეგას, მარგუს ცჰაკნას, რომ სანახევრო ზომები აღარ არის საკმარისი. რუსეთზე გამანადგურებელი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა უნდა განხორციელდეს“,- წერს სიბიჰა Х-ზე.
„ვიდრე მოსკოვი რეალურად მკაცრ პასუხს არ მიიღებს, ის მხოლოდ უფრო თავხედი და აგრესიული გახდება. დროა, პუტინის დაუსჯელობის განცდას ბოლო მოეღოს“, - განაცხადა მინისტრმა.