საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების" პრეზენტაცია, 11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბიძინა ივანიშვილის პრესამდივნოს ინფორმაციით, ფილარმონიის ადმინისტრაციისგან წერილობითი თანხმობა დღეს მიიღეს. პრეზენტაცია 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორ...
ხვალ, 25 ნოემბერს, სრულდება ერთი წელი "სახალხო კრების" დაარსებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო "კოპალაში" 13:00 საათზე გაიმართება "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და დარბაზის წარმომადგენელთა საგანგებო ბრიფინგი. შეგახსენებთ, რომ სახალხო კრება გასული წლის 25 ნოემბერს, ს...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, უმრავლესობის წევრმა გიორგი გოდაბრელიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა. "სემინარის ჩატარებაა საჭირო ბიუჯეტთან და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურასთან, მთავრობის ფუნქციებთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ბიუჯეტში თანხების ასახვა", - განაცხადა გოდაბ...
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ოპოზიციას დღეს "ლიბერთი ბანკისთვის" მიმართვა ურჩია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიცია "ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონერებზე გაცემული სესხების მაღალი პროცენტით დაინტერესდა. პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას, ანდრია ურუშაძემ ...
ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ფინანსური დირექტორი ირინა დავლაშერიძე დაკავებულია. გამოძიების მიხედვით, მან დაავადების მკურნალობისთვის სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხიდან 210 000 ლარი მიითვისა. საქმე ეხება ტუბერკულოზის პროგრამის განხორციელების სამწლიან ეტაპს. კონტროლის პალატამ ანგარიში პროკურატურას დღეს მიაწოდა. ...
70-მდე სატვირთო ავტომობილმა ზემო ლარსის გადასასვლელზე საცობი შექმნა. სატრანზიტო ტვირთი უკვე ათ დღეზე მეტია სომხეთამდე ვერ მიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. "სატრანზიტი ტვირთი სომხეთში უკვე ათი დღეა ვერ ხვდება. საქართველომ საზღვრის თავის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდა. რუსეთის სასაზღვრო ს...
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა პარლამენტში გამოსვლა ოპოზიციის ტრიბუნიდან დაიწყო. პარლამენტში, სამთავრობო საათზე მისული ალექსანდრე ხეთაგური ოპოზიციის ტრიბუნაზე ავიდა, რაზედაც დავით ბაქრაძემ იხუმრა: "პირდაპირ ოპოზიციის ტრიბუნასთან მიდიხართ? თავიდანვე ჩაჰბარდით ოპ...
შვედი ეკოლოგები გარემოზე ენერგოეკონომიური ნათურების შესაძლო ნეგატიური მოქმედების გამო განგაშს ტეხენ. ვერცხლისწყლის ნათურები, რომელთა გამოყენება გარემოს გაჯანსაღებისთვის ბოლო დრომდე რევოლუციურ ნაბიჯად მიიჩნეოდა, შესაძლოა, მათი არასწორი უტილიზაციის შემთხვევაში, დამღუპველი აღმოჩნდეს გარემოსთვის - მიიჩნევენ შვედი გარემო...
პარლამენტმა მიმდინარე წლის გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 2011 წლის მიდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 219 მლნ. ლარით გაიზარდა და მთლიანობაში 7 მილიარდ 570 მილიონი შეადგინა. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტ...
ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში წიგნის "კაფია-გალექსებანი" პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. წიგნის გამოცემა ეძღვნება ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავსა და ვახუშტი კოტეტიშვილისა და მისი სახელობის ზეპირსიტყვიერების საღამოების მონაწილეთა ხსოვნას. წიგნის შემდგენლები გიგი ხორნაული...
25-26 ნოემბერს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აწყობს ქართული სასმელების გამოფენა-ფორუმს Trade With Georgia 2011 - Tradeshow and B2B Forum (TWG 2011). ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 40 დელეგატი ეწვევა აზიიდან (ჩინეთი, სინგაპური, იაპონია, ტაივანი), მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნია სპეციალურ...
2011 წლის იანვარ-ოქტომბერში, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფად ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 739 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 322 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის...
"საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი (1217 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (792 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (691 მლნ. აშშ დოლარი) რჩება....
"საქსტატის" ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში 2393 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2010 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 39 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტმა 835 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (68 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1559 მლნ. აშშ დოლარს (28...
რეჟისორი როშინ მაკბრინი რუსთაველის თეატრის ექსპერტიმენტულ სცენაზე დგამს მსოფლიოში ცნობილი შოტლანდიელი დრამატურგის, დეივიდ გრეგის პიესას "ყვითელ მთვარეს", სადაც 5 ქართველი მსახიობი მონაწილეობს. როგორც თეატრის ადმინიტრატორმა ნესტან მიქაძემ განაცხადა, სპექტაკლი რუსთაველისა და ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრებს...