25-26 ნოემბერს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აწყობს ქართული სასმელების გამოფენა-ფორუმს Trade With Georgia 2011 - Tradeshow and B2B Forum (TWG 2011).
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 40 დელეგატი ეწვევა აზიიდან (ჩინეთი, სინგაპური, იაპონია, ტაივანი), მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნია სპეციალური სტუმრის, ლიზა პეროტი ბრაუნის ვიზიტი, რომელიც სინგაპურის ერთადერთი ღვინის მაგისტრია. ასევე საქართველოში სპეციალური მისიით მოემგაზვრება ჩინური დეკანტერის მთავარი რედაქტორი ბატონი ლი იუსენი, რომელსაც სურს დეკემბრის გამოცემაში ხუთი გვერდი მიუძღვნას საქართველოს, როგორც "ღვინის აკვანს". ეს საქართველოს შესახებ პირველი ვრცელი ჩინურენოვანი სტატია იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის 2011წლის პრიორიტეტის ფარგლებში ახორციელებს ქართული ალკოჰოლური სასმელის პოპულარიზაციას აზიის ბაზრებზე. განხორციელებული და დაგეგმილია ურთიერთდაკავშირებული და მიზანმიმართული ღონისძიებები, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ნოემბერში დაგეგმილ ჰონგ-კონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსს და საერთაშორისო გამოფენას და თბილისის სასმელების გამოფენა-ფორუმს ენიჭება.